სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
02-581/ო
მიმღები ორგანო
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი
2012-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-08
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-581/ო

 

2012 წლის 17აპრილი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 
   
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი ა, „სამედიცინო საქმიანობის  ლიცენზიისა და  სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის №377 დადგენილების (მუხლი 1, პუნქტი 5) შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს „ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფო“-ს (მის: ზუგდიდი, კოსტავას ქუჩა №28) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია(სალიცენზიო მოწმობა ( №000056, ბრძანება №32/ო, 05.05.2006 წ.).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში .

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: სს „ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოს ” დირექტორის ქეთევან ზარქუას განცხადება: №27177, 06.04.2012წ.

 გ. თვალავაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია