"სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
65
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-12-09
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-09
სარეგისტრაციო კოდი
120.260.080.05.001.000.708
"სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993წ., №6, მუხ. 99) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე აბზაცი:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: იუსტიციის რიგითი, იუსტიციის უმცროსი სერჟანტი, იუსტიციის სერჟანტი, იუსტიციის უფროსი სერჟანტი, იუსტიციის ზემდეგი, იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი, იუსტიციის ლეიტენანტი, იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი, იუსტიციის კაპიტანი, იუსტიციის მაიორი, იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი, იუსტიციის პოლკოვნიკი და უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის გენერალი.“; ხოლო მეორე-მესამე აბზაცები შესაბამისად ჩაითვალოს მესამე-მეოთხე აბზაცებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                    ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 დეკემბერი.

№65-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია