საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №448
2012 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 სექტემბრის №494 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 110907028, 07/09/2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს ბრძანებულების მე-3 პუნქტი და მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დებულება.
2. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის რეორგანიზაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან შერწყმის გზით.
3. საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელებამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.
4. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანებულების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებისთანავე.
მ . სააკაშვილი