საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
441
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2019-11-19
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016516
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - „საქართველოს“ (MCA - Georgia) შექმნის შესახებ

(ძალადაკარგულია - 19.11.2019, №546)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №441

2012 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოს“ (MCA – Georgia) შექმნის შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოების მიზნით შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – „საქართველო“ (MCA – Georgia).

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოს“ (MCA – Georgia) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, საბჭოს ხმის უფლების მქონე პირთა შემადგენლობის განსაზღვრა და დებულების დამტკიცება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოს“ (MCA – Georgia) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „საქართველოსათვის“ (MCA – Georgia) შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია