დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №20
2012 წლი ს 30 მაისი
ქ. დედოფლისწყარო
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 26 დეკემბრის № 34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ს შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. „ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2012 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 26 დეკემბრის № 34 დადგენილების დანართ 1-ში შეტანილ იქნ ეს შემდეგი ცვლილება :
ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 26 დეკემბრის № 34 დადგენილებით დამტკიცებულ „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 201 2 წლის პროგრ ამ ის “ II თავის მე- 6 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი:
„ 5 . შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“
ბ) III თავის მე-11 მუხლის მე - 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ონკოლოგიური, გადაუდებელი (ურგენტული), ონკოლოგიურ და გადაუდებელ (ურგენტულ) შემთხვევებთან დაკავშირებული მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის – როგორც ექიმის დანიშნულებით წინასაოპერაციო გამოკვლევის, გეგმური სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების) და შრომითი მოვალეობის შე სრულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით , დადგენილი წესის საფუძველზე, იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალური დახმარების კომისია.“ .
2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავ ე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი