ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება № 29
2012 წლის 25 მაისი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და „ ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქარ თველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად , საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:
ა) ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 (ერთი) ლარი;
ბ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარი.
მუხლი 2.
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თანახმად დანართისა.
მუხლი 3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის N41 დადგენილება – „მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის მოსაკრებლის დაწესების შესახებ“.
მუხლი 4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
ა . ხუნდაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ივლისის დადგენილება № 40 - ვებგვერდი, 30.07.2012წ.
2 .ძალადაკარგულია - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 02.03.2017წ.
დანართი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1.მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი – შემდგომ ში „მოსაკრებელი“ ;
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა – შემდგომში „ მშენებლობის ნებართვა“ არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართ ლებრივ საფუძველს.
3 .მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმ ღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
მუხლი 2. მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი
მშენებლობის ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.
მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი და გადახდა
1.მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
2.მოსაკრებელი ჩაირიცხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტში.
3.მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახური.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღვათი
მოსაკრებლისაგან გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა)სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;
ბ)მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ივლისის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 30.07.2012წ.
მუხლი 5. მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართობის (კვადრატული მეტრებში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
მუხლი 6. მშენებლობის ნებართვის გამცემი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი
1.მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული და მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.