საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №179
2012 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III,31.12.2010, №172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-100 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საგადასახადო ორგანო ჩამორთმეული საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის, საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ან წერილობითი (როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემა შეუძლებელია) ფორმით გადასცემს სსიპ − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე