"საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-11-25
გამოქვეყნების თარიღი
1999-11-26
სარეგისტრაციო კოდი
010.190.070.05.001.000.700
"საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. VI თავის სათაურში სიტყვის „უმრავლესობა" შემდეგ დაემატოს სიტყვა „უმცირესობა".

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

„მუხლი 221. საპარლამენტო უმცირესობა

საპარლამენტო უმცირესობა შეიძლება შეიქმნას საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არ არიან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში."

3. 24-ე და 25-ე მუხლების სათაურებსა და მთელ ტექსტში სიტყვების „უმრავლესობა", „უმრავლესობის", „უმრავლესობაში" შემდეგ შესაბამისად დაემატოს სიტყვები „უმცირესობა", „უმცირესობის", „უმცირესობაში".

II. ამ კანონის I მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებს 1999 წელს არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 25 ნოემბერი.

№8–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია