საქართველოს კანონი
„ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ ზ1 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ზ1 ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ;“ .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს აქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6170- I ს