საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე ;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6169- I ს