საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6168-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-25
სარეგისტრაციო კოდი
190020010.05.001.016724
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დაემატოს შემდეგი შინაარსის 481   მუხლი:

     „მუხლი 481 . ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყოველი თვის დასრულებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მდგომარეობის შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად. “.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6168-Iს

კრებსითი — სრული ვერსია