საქართველოს კანონი
„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ სამშენებლო საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონში ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №39, 2000 წელი , მუხ . 110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. მე -3 მუხლის „ მ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ მ ) არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები , რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ;“.
2. მე -12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ მუხლი 12. სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება
სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა მიერ და მისი საფუძველი შეიძლება იყოს :
ა) სამშენებლო ნორმების, წესების, სტანდარტებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების უხეში დარღვევა;
ბ) ფორსმაჟორული სიტუაციები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6166-Iს