„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2403
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-29
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.05.001.000.696
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი) მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დადგენილი წესით აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უფლება აქვთ შეიძინონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განთავსებულია მათი კუთვნილი შენობა-ნაგებობები ან რომლებიც გამიზნულია ასეთი შენობა-ნაგებობების განსათავსებლად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად პირდაპირი განკარგვის წესით.

4. მიწის ნაკვეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთრებაში გადაცემა ფორმდება ხელშეკრულებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად მე-5 და მე-6 პუნქტებად.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

№2403–Iს

კრებსითი — სრული ვერსია