საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №84
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1 . „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №228 ბრძანებით (სსმ III, 2009წ., №156, მუხ.1873) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.“.
მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
ზ. ადეიშვილი