„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
81
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-23
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.027.016295
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №8 1

2012 წლის 23 მაისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ: 

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №104 ბრძანებით ( სსმ III, 31/05/2010 წ .) დამტკიცებულ შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე -5 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. მოსამსახურის სამივლინებო თანხების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ შინაგანაწესით დადგენილი ნორმებით .“ . 

2. მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7. მოსამსახურის მივლინების წესი 

1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით , რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი. 

2. მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს : ინფორმაცია მივლინებაში გასამგზავრებელი პირის ( პირების ), მივლინების მიზნის , მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღის , მივლინების ადგილის (ადგილების ), მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებების და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო სახსრების შესახებ , აგრეთვე , მომწვევი მხარის მიერ ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე. 

3. მოსამსახურის სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად , რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მივლინების დრო და ადგილი . ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ , დანიშნულების მიხედვით. 

4. მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად , ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

 5. მოსამსახურე ვალდებულია მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში , ხოლო თუ 5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა , ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს აცნობოს მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ , ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 6. ამ მუხლის მე - 5 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე , ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს შეაქვს შესაბამისი ცვლილება მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში .“.

 3. დანართი №1 ამოღებულ იქნეს .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია