საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №414
2012 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებ ა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ.გ1“ ქვეპუნქტ შ ი სიტყვები: „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით: „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი