საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
6236-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-22
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016006
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1301  მუხლი:

     „მუხლი 1301

1. საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა.

2. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა ეძღვნება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს/ფაქტს. მას აქვს სიმბოლური დატვირთვა და საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე არ ვრცელდება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები, გარდა სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა იმართება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან/ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ იხურება.

3. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომას, როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს საზეიმო/საიუბილეო სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს.

4. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალური სტუმრები.

5. პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას  პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                         დ. ბაქრაძე

თბილისი,

2012 წლის 22 მაისი.

№6236-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია