გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
201 2 წლის 22 მაისი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცვლილებებ ის შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი1. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №23 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების:
ა) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგებელს ჰყავს ოთხი მოადგილე. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით.“ ;
ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური, რომელიც მოიცავს:
ა) ქ. გურჯაანის განყოფილება;
ბ) კაჭრეთის განყოფილება;
გ) სატრანსპორტო საშუალებებზე ზედამხედველობის განყოფილება;
დ) სახანძრო უსაფრთხოების განყოფილება.“
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . იაგანაშვილი