განჩინება შპს „აჭარინვესტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/110
მიმღები ორგანო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2012-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-22
განჩინება შპს „აჭარინვესტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 17 მაისი           

ქ. ქუთაისი

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ანა ღელეყვამ განიხილა შპს ,,აჭარინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით გაიხსნა შპს ,,აჭარინვესტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.

  2012 წლის 16 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შ.პ.ს. ,,აჭარინვესტის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,აჭარინვესტის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;

  აღნიშნულიდან გამომდინარე , სასამართლოს მიაჩნია , რომ უნდა დაინიშნოს შპს ,,აჭარინვესტის’’ კრედიტორთა კრება .

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27 -ე, 42-ე, სსკ - ის 284- ე , 285- ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,აჭარინვესტის’’ (ს/ნ 206253604) კრედიტორთა კრება 2012 წლის 25 მაისს 13:00 საათზე .

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ქუთაისი , კუპრაძის ქ . №11 , მესამე სართული , სხდომის დარბაზი №3).

3. კრებაზე განხილულ იქნ ეს შემდეგი საკითხი :

ა ) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება .

4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე            ა . ღელეყვა

კრებსითი — სრული ვერსია