„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-93
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-22
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.032.016071
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2- 93

2012 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების   დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის № 2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის № 2-46 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/03/2012) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში ასევე, სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს. პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;“ .

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ . გოროზია

კრებსითი — სრული ვერსია