აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №68, 14.12.2010) შეტანილ იქნეს ცვლილებ ა და კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ 2. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარე – პირდაპირი მიყიდვის ფორმით. ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ ის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზება, აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარე – პირდაპირი მიყიდვის ფორმით. “.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
ჩაქვი ,
201 2 წლის 17 მაისი
№164- უ.ს. გ .ს.