ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება № 14.01.478
2012 წლის 18 მაისი
ქ. თბილისი
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო არეალის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 231 მუხლების, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქრთველოს კანონის 341 მუხლის, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის №246 ბრძანებულების და „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აპრილის №192 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე დადგინდეს სარეაბილიტაციო არეალი, დადგენილებაზე თანდართული რუკის შესაბამისად.
2. რეაბილიტაციის განმახორციელებელ სუბიექტად განისაზღვროს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „გუდაურის განვითარების ფონდი“.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა