საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება № 1 63
201 2 წ ლის 17 მაისი
ქ. თბილისი
,, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის №157 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2012 წლის 11 მაისის №157 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 15/05/2012) დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის“ მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . ვალიშვილი
მინისტრის პირველი მოადგილე
(მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი)