საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №74
2012 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის ფორმა.
მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №128 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი