საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №3 96
2012 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა /მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ ’’ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის თანახმად , ვბრძანებ :
მუხლი 1. ,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა /მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით (სსმ , ვებგვერდი , 110721021, 21/07/2011) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა /მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე -10 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით :
,, 61. ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) შესაძლებელია მოიხსნას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . ახალაია