„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
398
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-16
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016507
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №398

2012 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის № 286 ბრძანებულებაში (სსმ III , 2001 წ., № 78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII5 თავი:

,,თავი VIII5

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სახელმწიფო თანამდებობები

მუხლი 3016. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) მინისტრის მოადგილე.

მუხლი 3017. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის აპარატის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის უფროსი;

გ) მთავარი მრჩეველი.

მუხლი 3018. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამმართველოს უფროსი;

ბ) უფროსი მრჩეველი;

გ) მრჩეველი;

დ) მინისტრის თანაშემწე.

მუხლი 3019. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) უფროსი სპეციალისტი;

გ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე;

დ) სპეციალისტი;

ე) დამხმარე მოსამსახურე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია