ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
014
მიმღები ორგანო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2012-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-15
სარეგისტრაციო კოდი
300160070.55.067.016019
ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის №001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №014

2012 წლის 14 მაისი

ქ. ბათუმი

ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ 2011 წლის № 001 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -7 მუხლის მე -4 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტის , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის № 1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის  მე-2 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის   შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 9 აგვისტოს №001 ბრძანებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში – „საკლასიფიკაციო საზოგადოების აღიარების წესში“ შევიდეს ცვლილება და მე-10 მუხლის მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, რომლებიც არ არიან საერთაშორისო საკლასიფიკაციო საზოგადოებების ასოციაციის (IACS) წევრები, მიეცეთ უფლება, 2013 წლის 15 თებერვლამდე გასცენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატები საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ თევზსაჭერ და თევზსარეწ გემებზე.“ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. იობიძე

კრებსითი — სრული ვერსია