„I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-21
სარეგისტრაციო კოდი
330120000.35.107.016090
„I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2012 წლის 7 მაისი

დაბა ჩხოროწყუ

„I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ნორმატიული აქტების შესახებ  საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის შესაბამისად , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შეტანილ იქნ ე ს „I კლასის შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 ოქტომბრის №22 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებ ა (სსმ ვებ-გვერდი 17.10.2011 წელი,  330120000.35.107.016064):

1. დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა განთავსებისთვის/მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის აღება სავალდებულოა (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და ასევე გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრების სამუშაოებისა) , თუ ასაშენებელი/დემონტაჟისთვის განკუთვნილი შენობა - ნაგებობა მდებარეობს:

ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებულ ზონაში;

ბ) „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საქართველოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ორივე მხარეს მიმდებარე 50- მეტრიან ზოლში ;

გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ზონებში შენობა-ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟი აკრძალულია ან შეზღუდულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით);

დ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით განსაზღვრულ კურორტებსა და საკურორტო ადგილებში.“ .

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანომდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  გ. ლემონჯავა

 

კრებსითი — სრული ვერსია