ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-18
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.128.016090
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს             

დადგენილება №17

2012 წლის 8 მაისი

დაბა ხარაგაული               

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №30 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს  განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №30 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”. (საკანონმდებლო მაცნე, №29, 2010 წლის 24 სექტემბერი, მუხლი 824).

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 სექტემბრის №30 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”.

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-10 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. თვითმმართველი ერთეულის დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი (წამყვანი სპეციალისტი) 350 ლარი”.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          ა. მაჭავარიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია