„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
64
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-14
სარეგისტრაციო კოდი
110060010.22.027.016278
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 64

2012 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებით (სსმ III, №161, 2008წ., მუხ. 1625) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; პროკურატურის სისტემაში სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების, პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი; წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობის და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია