„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
10981
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2011-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016083
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის №2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების ს ამსახურის უფროსის

ბრძანება № 10981

2011 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე “ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის № 2724 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის № 303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 31 დეკემბრის № 2724 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი № 1) მე-2 მუხლის:

 ა) მე-12 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალების და მისაბმელის (ნახევარმისაბმელი) სახელმწიფო სანომრე ნიშნები;“;

ბ) მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირველ ნაწილში მიეთითება სარეგისტრაციო მონაცემი (ავტოტრანსპორტის მარკა, მოდელი, საზღვაო, საჰაერო ხომალდის დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის ნომერი) (არ მიეთითება სარკინიგზო ვაგონის ნომერი);“.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 7 დეკემბრიდან.

ჯ. ებანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია