„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
94/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-14
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016360
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №94/ ნ

2012 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №183/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სამართლებრივი დახმარების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №183/ნ ბრძანებაში ( ვებგვერდი, 111109013, 11/11/2011 სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016220)  შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი  და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,დ ’’, ,,ე ”, ,,ვ ”, ,,ზ ” და ,,თ ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების საფასური შემდეგი ოდენობით:

ა) თუ სსიპ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს 200 მოსწავლის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით;

ბ) თუ სსიპ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს 201-დან 600 მოსწავლის ჩათვლით, სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით;

გ) თუ სსიპ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს 601 და მეტი მოსწავლე, სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით;

დ) კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის – სამართლებრივი დახმარების საფასური თვეში განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით.

2. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ი ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი სამართლებრივი დახმარების საფასური 250 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2 .  ბრძანება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

დ.  შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია