„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
7262
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2012-05-01
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016082
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

შემოსავლების ს ამსახურის უფროსის

ბრძანება №7262

2012 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილებ ებისა და დამატებების შეტანისშესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის და „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე -3 მუხლის მე -2 პუნქტის „ უ “ ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ :

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის–შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის № 2742 ბრძანებით დამტკიცებული „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის დებულების “ ( დანართი №11):

ა) მე- 7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო:

ა .ა) დოკუმენტური კონტროლისა და „ოქროს სიის“ მონაწილის საქონლის გაფორმების განყოფილება;

ა.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილება;

ა.გ) თელავის განყოფილება;

ა.დ) ახალციხის განყოფილება;

ა.ე) ქუთაისის განყოფილება;

ა.ვ) რუსთავის განყოფილება.

ბ ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“:

ბ .ა) მომსახურების სამმართველო;

ბ .ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების სამმართველო;

ბ .გ ) ლოჯისტიკის სამმართველო.

გ ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“:

გ .ა) მომსახურების სამმართველო;

გ .ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება;

გ .გ) ლოჯისტიკის სამმართველო.

დ ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“:

დ .ა ) მომსახურების სამმართველო;

დ .ბ ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება;

დ .გ ) ლოჯისტიკის სამმართველო.

ე ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“:

ე .ა) მომსახურების სამმართველო;

ე .ბ) ექსპერტიზისა და სასაქონლო ოპერაციების განყოფილება.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „ბათუმის“ და „ფოთის“ ლოჯისტიკის სამმართველოების ფუნქციებია:

ა) უზრუნველყოს გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს, კომპეტენციის ფარგლებში ფუნქციების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა:

ა.ა) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების კონტროლი;

ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების მიმართ ს ატვირთო ოპერაციების (გადმოტვირთვა/ ჩატვირთვა) უზრუნველყოფა და მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა;

ა.გ) გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზება და მართვა.

ბ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს, კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევის გამოვლენა და რეაგირება;

გ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია