საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6093-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-10
სარეგისტრაციო კოდი
420000000.05.001.016704
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  ნაწილი:

„ 11 . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა, რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით , სახელმძღ ვანელო მასალებითა და პროცედურებით.“.

2. 22-ე მუხლის მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 26 აპრილი.

№6093-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია