,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-16
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.115.016085
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18  

2012 წლის 30 აპრილი

დ აბა ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

      მუხლი 1

 ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №14 დადგენილებაში (ს სმ 11/04/2012წ.)შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე მუხლების და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად , ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“ ;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა ”, ,,ბ ”, ,,გ ” ,,დ ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასებ ა არ ვრცელდება:“ ;

გ)დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

     „მუხლი 2. ქონების გადასახადი ფიზიკური პირებისთვის“ ;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 3.75 ლარი;

ბ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებელი) – 2.25 ლარი ;

  გ) სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 56 ლარი .

2. ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს 25 ლარს.“ ;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე       ვ. ქურასბედიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია