საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება № 93 /ნ
2012 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 240211, 24/02/2011; სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016064) შეტანილ იქნეს ცვ ლ ილება და:
ა) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცე ბ ული წესიდან ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 2. ტესტირების შედეგად მიღებული ქულები ხელმისაწვდომია ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისა და დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების ჩატარებიდან 15 დღის შემდეგ.’’ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი