„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
91/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-05-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-11
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016357
„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 91 /ნ

2012 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №92/ნ ბრძანების ( ვებგვერდი, 110527015, 02/06/2011 სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016129 ) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექს ში” შევიდეს ცვლილება და ეთიკის კოდექსის:

ა) მე-6 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 14. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნეს მოხსნილი, თუ მანდატურმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და დისციპლინური სახდელის შეფარდებიდან გასულია ამ მუხლის მე-16 პუნქტში მითითებული ვადის 1/2 მაინც . დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას სამსახურის უფროსის მიერ. ”;

ბ) მე-6 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 16. თუ მანდატურს გაფრთხილების შეფარდებიდან 3 თვის, საყვედურის შეფარდებიდან 6 თვის, სასტიკი საყვედურის შეფარდებიდან 9 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. ”.

2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია