აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-05-04
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-08
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.102.016050
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 6

2012 წლის 4  მაისი

ქ. თბილისი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

   მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:

1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გერბი, რომელიც წარმოადგენს: გერბის ფარი გაყოფილია სამ ნაწილად – ტეხილად არის გადაკვეთილი, ზედა ნაწილი კი გაკვეთილი. I ნაწილი – ვერცხლის ველზე სევადი დათვი; II ნაწილი – მეწამულ ველზე ვერცხლის ფარი – რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული; III ნაწილი – ლაჟვარდოვან ველზე დიოსკურების ორი ოქროს პილოსი, რომელთა თავზეც ორი ოქროს რვაქიმიანი ვარსკვლავია მოთავსებული. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – ერთკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრადღია კატარკტიანი კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,აჟარა“. (დანართი თან ერთვის).

2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის დროშა, რომელიც წარმოადგენს: დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად – მეწამულ და ლაჟვარდოვან ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფარი, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული. დროშის პროპორციაა 2:3. (დანართი თან ერთვის).

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               ს . გურჩიანი

კრებსითი — სრული ვერსია