აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2012 წლის 26 აპრილი
ქ. აბაშა
„ აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ “ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილებაში (სსმ, 22/02/2012 სარეგ. კოდი 010260020.35.110.016082 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა ) დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო არის „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში ტერიტორიული ორგანო) .“ ;
ბ ) დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციების საფუძველზე . “.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . თოფურია