საქართველოს კანონი
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი) დანართში ახალციხის რაიონის სოფლების ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი სოფლები:
„18. ურაველი
19. წყალთბილა
20. აბათხევი, ხოლო სიტყვა „წინუბანი“ შეიცვალოს სიტყვებით „წინუბანი (წყალთბილის საკრებულო)“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 23 ივლისი.
№2345-რს