„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
163
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-03
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016836
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 163

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„ სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებაში (სსმ, 2006 წელი, მუხლი 1375) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების , რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის , შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობის , სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის “:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).“.

2. მე-11 მუხლის მე‑6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ 2012 წლის აპრილ სა და მაის ში, საარსებო შემწეობ ა დაენიშნებათ და მიეცემათ 2012 წლის 1 ივლისიდან.

62. 2012 წლის 1 ივლისიდან ღატაკ ოჯახებს, რომ ელთაც სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვთ ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემდეგ, საარსებო შემწეობა დაენიშნებათ და მიეცემათ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია