საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №347
2012 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 დეკემბრის № 1026 ბრძანებულება;
ბ) „ საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის № 81 ბრძანებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
მ. სააკაშვილი