„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-03
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.127.016066
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 16

2012 წ ლის 2 7 აპრილი

ქ. ზესტაფონი

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასის და წლიური ქირის დადგენის შესახებ'' ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული №4 დანართის მე-3 მუხლში (სსმ , ვებგვერდი, 5, 04/08/2010 წ.) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

    „მუხლი 3

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი „საქართველოს შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიგასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის საწყისი წლიური ქირა 1 მ2-ზე განისაზღვროს 2,5 ლარის ოდენობით.“ .

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    მ . მასხარაშვილი

 

 

    

კრებსითი — სრული ვერსია