„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6016-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-04-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-30
სარეგისტრაციო კოდი
300390000.05.001.016693
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ მიღებული მოგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გარდა იმავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“ ;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეტანა ადგილზე მოხმარებისთვის და ეს არ განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

 

საქართველოს პრეზიდენტი              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 10 აპრილი.

№6016- Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია