საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2301
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-07-22
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-03
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.000.652
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) მე-3 მუხლის პირველი აბზაცი ჩაითვალოს პირველ ნაწილად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს, საქართველოს საბაჟო სისტემის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს უცხო ქვეყნის ექსპერტები.”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 22 ივლისი.

#2301-რს

კრებსითი — სრული ვერსია