გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-02
სარეგისტრაციო კოდი
140060000.35.166.016064
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 19

2012 წლის 26 აპრილი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ნოემბრის №30 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებ ებ ის შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1.   „ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის   5 ნოემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნ ე ს შემდეგი დამატება:

დებულების 51  მუხლ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების  –   განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ქ. გურჯაანის განყოფილება;

ბ) კაჭრეთის განყოფილება;

გ) სატრანსპორტო საშუალებებზე ზედამხედველობის განყოფილება ;

დ) სახანძრო უსაფრთხოების განყოფილება.

 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.”.

მუხლი 2.   დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარ ის

მოვალეობის შემსრულებელი,

თავმჯდომარის მოადგილე                ა. სირბილაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია