„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-04
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.158.016085
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

201 2 წლის 30 აპრილი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის № 54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად , „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 დეკემბრის №54 დადგენილებით (ვებგვერდი, 111222007, 26/12/2011 190020020.35.158.016062) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    მუხლი 1.

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. 18-დან 60 წლამდე ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა  წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა) №100;

დ) ცნობა ტეროტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება დაწერილია პაციენტის ოჯახის წევრის მიერ);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.” .

 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახების ორსული წევრები, რომელთაც  გააჩნია 70 000 ქულაზე ნაკლები და არ აქვთ მიღებული ან განახლებული  სადაზღვე ვო  პოლისი.” .

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე- 4 მუხლი ამოღებულ იქნ ეს.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ნ . საბიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია