„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7/16
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
მიღების თარიღი
2012-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-01
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.111.016129
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს

დადგენილება №7/16

2012 წლის 2 6 აპრილი

ქ. ფოთი

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/30 დადგენილებაში (სსმ , №35, 08.10.2010 წელი, კოდი 010260020.35.111.016002) და ამ დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში, კერძოდ:

დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ცენტრის უბნის ტერიტორიული ორგანო;

ბ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანო;

გ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანო;

დ) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო.” .

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე            ი. საღინაძე

კრებსითი — სრული ვერსია