„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
6054-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-27
სარეგისტრაციო კოდი
300310000.05.001.016687
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371  პუნქტი:

„371 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.“.

2. 34-ე მუხლის:

ა) 41  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 41 . თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371   მუხლის „ბ“, „დ“, „ვ“, „თ“, „კ“ ან „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.“;

ბ) 41  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42  პუნქტი:

„42 . სამორინეს მოწყობის ნებართვის/სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გაცემული აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 აპრილი.

№6054-Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია