საქართველოს კანონი
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-5 მუხლის „ა” ქვეპუნქტში რიცხვი „0,3“ შეიცვალოს რიცხვით „0,2”.
2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. 2000 წლის 1 იანვრიდან საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთი მე-5 მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის განისაზღვროს 0,15 პროცენტის ოდენობით. მოსაკრებლის ოდენობა არ შეიძლება იყოს 2000 ლარზე მეტი და 50 ლარზე ნაკლები.”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№2044–IIს